2024-10-27

17:39

რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების ვიზიტი მაარიფის სკოლაში

განათლება
06-06-2024 21:21

მაარიფის სკოლის თბილისის კამპუსს დღეს თბილისის რესურსცენრების ხელმძღვანელები და საჯარო სკოლების დირექტორები ეწვივნენ. მაარიფის ფონდის წარმომადგენელმა ბატონმა ალი სედატმა მათ თურქეთის მაარიფის ფონდის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სტუმრები გაეცნენ სკოლის ისტორიას, საქმიანობას, სამომავლო პროექტებს.

შეხვედრის მიზანი იყო ურთიერთანამრომლობა როგორც აკადემიურ, ასევე არაფორმალურ აქტივობებში და იმ ბენეფიტების გაზიარება, რომლებსაც თურქეთის მაარიფის ფონდი საქართველოში მაარიფის სკოლებისთვის გასცემს.

რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა და დირექტორებმა გამოთქვეს სურვილი, ერთობლივ პროექტებსა და სპორტულ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა მაარიფის სკოლასთან ერთად და ხელი შეუწყონ მოსწავლეთა დაახლოებას და სხვადასხვა უნარების განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.

2023-2024 წლიდან საქართველოში მაარიფის ფონდი რიგით 447-ე სკოლის კამპუსს გახსნის ლისის ტბის მიმდებარედ ახლად აშენებულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს და შექმნის ადგილს ახალი შესაძლებლობებისთვის.

მაარიფის ფონდი ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის დაკავშირებას "საერთო სიკეთის" მიღწევის გზად ხედავს. ფონდი 2016 წელს დაარსდა. იგი არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი უპირველესი მთავარ მიზანია საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა და ეფექტური საქმიანობის განხორციელება განათლების ყველა ეტაპზე - სკოლამდელიარზრდის დაწესებულებიდან უმაღლეს საფეხურამდე.

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები