2025-07-01

03:58

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“კი ყოველდღიურ ფრენებს იწყებს

ბიზნეს ნიუსი
04-06-2024 14:36

„სიმბოლურია, რომ ერთი მხრივ, დღევანდელი რეისით ჩინეთში პირველად გაემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას, მეორე მხრივ კი, დღეიდან ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ გადადის ყოველდღიურ ოპერირებაზე. აქამდე ავიაკომპანია კვირაში ოთხ სიხშირეს ახორციელებდა. სიხშირეების ზრდა პირდაპირ აისახება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან საუბარში. მინისტრის მოადგილე, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ დღევანდელ რეისზე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და სხვა სტუმრები. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ გააუქმა სავიზო მოთხოვნა ჩინეთის მოქალაქეებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება და გააუქმა სავიზო მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას. 

„სავიზო რეგულაციის შემსუბუქება მნიშვნელოვანი მუხტია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და  რაც მთავარია, ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ უკვე ვხედავთ აღნიშნული გადაწყვეტილებების პირველ შედეგებს. მათ შორის, გაიზრდა ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, ავიასიხშირეების ზრდა კი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას, პირველ რიგში კი, ტურიზმსა და ავიაციაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები