2025-10-03

18:45

საქართველოს დედაქალაქში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

საზოგადოება
04-06-2024 10:12

იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და „ექსპოჯორჯიას“ მრავალფუნქციურ სივრცეში გამართული საზეიმო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრა.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური, ეკომონიკური და კულტურული წრეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ასევე, საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა და იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კავშირზე ისაუბრა.

იტალიისა და საქართველოს ჰიმნები ნიჭიერმა ახალგაზრდა მეცო სოპრანო ნინო კიკილაშვილმა იმღერა, ვოკალური ჯაზ-კომპოზიციები კი ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ელენე კალანდაძემ შეასრულა. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” მოცეკვავეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები საბალეტო სპექტაკლიდან „ბეატრიჩე“, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა (მუსიკის ავტორი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი, დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფიის ავტორი კი მარიამ ალექსიძეა).

სტუმრებს დახვდათ იტალიური დიზაინერული ნაკეთობები (ავეჯი, მრავალფეროვანი აქსესუარები და იტალიის სიამაყედ ქცეული Alfa Romeo-ს ავტომობილები), სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი და საუკეთესო იტალიური ღვინოები), იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები და საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ორი იტალიელი შეფ-მზარეულის, ენცო ნერისა და „მასტერშეფის“ ფინალისტის, დიეგო ბუტილიონეს მიერ მომზადებული დესერტი.

დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1243

მსგავსი სიახლეები

2025-10-03 15:18
საზოგადოება

იტალიის საელჩო - 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონ

იტალიის საელჩო - 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს

2025-10-03 12:20
საზოგადოება

სექტემბერში ყველაზე მეტად, 25 პროცენტით ხილი გაძვირდა

სექტემბერში ყველაზე მეტად, 25 პროცენტით ხილი გაძვირდა

2025-10-02 23:58
საზოგადოება

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2025-10-02 14:53
საზოგადოება

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც ყოფილმა ქმარმა სცადა

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც ყოფილმა ქმარმა სცადა

2025-10-02 13:06
საზოგადოება

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები