2025-10-28

04:09

თბილისში ველოსიპედის მსოფლიო დღე აღნიშნეს

სპორტი
03-06-2024 14:21

2024 წლის 3 ივნისს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში, საქართველოს ველოსიპედის ეროვნული ფედერაციის დახმარებით, გამართა ველოსიპედით გასეირნება თბილისი-მცხეთა-თბილისის მარშრუტზე, რომელიც მიეძღვნა ველოსიპედის მსოფლიო დღეს, ასევე მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს.

მარშრუტი მოიცავდა როგორც თბილისის ცენტრალურ ქუჩებს, ასევე საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას. რბოლის დაწყებამდე თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ წელს აღინიშნება აღმოსავლეთის დიდი პოეტისა და მოაზროვნის მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, როგორც ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური, განუყოფლად გახდა მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილი. სწორედ მის სახელს უკავშირდება 2024 წლის დევიზი თურქმენეთში „მახტუმკული ფრაგის გონების წყარო“.

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მრავალი ღონისძიება იმართება თურქმენეთში და მის ფარგლებს გარეთ. ელჩმა დასძინა, რომ ველოსიპედის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი დღევანდელი ღონისძიებაც ამ იუბილეს ეძღვნება. ელჩმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ველოსიპედის მსოფლიო დღე დაწესდა 2018 წლის აპრილში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე თურქმენეთის ინიციატივით, რაც მიუთითებს მსოფლიო საზოგადოების მიერ თურქმენეთის როლის მაღალ შეფასებაზე სპორტისა და ფიზიკური განვითარების საქმეში.

როგორც ველო-ტურის მონაწილეებმა აღნიშნეს, ველოსიპედის მსოფლიო დღე, რომელიც განასახიერებს ისეთ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა ჯანმრთელობა, სოლიდარობა, კეთილგანწყობა და ჰუმანური იდეალებისადმი ერთგულება, უხსნის დიდ შესაძლებლობებს სპორტის, როგორც მშვიდობის მესიჯის პოპულარიზაციისთვის და ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ღონისძიების დასასრულს, საელჩოს სახელით, ველოსიპედით გასეირნების მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1053

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები