დანია: "F-16-ების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე „ომის კანონის ფარგლებშია“

დანიამ განაცხადა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც ის უკრაინას მიაწოდებს, იქნება „ომის კანონის ფარგლებში“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ამ თემაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების ფარგლებში ისინი ასევე დაეხმარებიან პილოტებსა და პერსონალს ამ თვითმფრინავების გამოსაყენებლად მომზადებაში.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ F-16-ების გამოყენების შესაძლებლობის შეფასებისას რასმუსენმა თქვა: „თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის თავდაცვა მთლიანად ომის კანონის ფარგლებშია“.
მინისტრმა რასმუსენმა განაცხადა, რომ F-16-ების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მიენიჭა „სრული უფლებამოსილება“ განახორციელოს „თვითნებური თავდასხმები“ რუსეთზე. რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინას გადაეცა „რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმით რუსული არმიის დასუსტების შესაძლებლობის გამოსაყენებლად“.
ჰოლანდია და დანია 2023 წლის მაისში უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე და მათ გამოსაყენებლად უკრაინელი პილოტების მომზადებზე შეთანხმდნენ.
ნანახია: 771
მსგავსი სიახლეები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
clickss