EBRD კრედო ბანკს ადგილობრივი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სესხით უზრუნველყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კრედო ბანკს საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) მხარდასაჭერად დაფინანსების პაკეტით უზრუნველყოფს.
შეთანხმება გაფორმდა EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს 15-16 მაისს ერევანში გაიმართა.
EBRD სესხის სახით დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს (9.28 მილიონი ევრო) გასცემს. თანხა მოხმარდება ადგილობრივი კომპანიებისთვის კრედიტების გაცემას, ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ყურადღება მიექცევა იმ საწარმოებსაც, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ფუნქციონირებენ.
კრედო ბანკი დაფინანსებას უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყოფს. სესხის აღება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბანკის ფილიალების ქსელისა და ციფრული არხების მეშვეობით. ამ ინიციატივით ასევე გაგრძელდება ქალების მიერ მართული ბიზნესისა და სოციალურად ნაკლებად დაცული ჯგუფების მხარდაჭერა.
დღეისათვის EBRD-ს საქართველოს ფინანსური, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების 296 პროექტში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული. ამ ინვესტიციებიდან 83 პროცენტი კერძო სექტორს მოხმარდა.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 1417
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss