2024-07-16

19:18

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB) წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება “Re-Direction”-ის პროექტის ფარგლებში

განათლება
20-05-2024 12:56

“Re-Direction”-ის კონსორციუმის პარტნიორები პროექტის სრულყოფისა და კეთილსინდისიერებისადმი ჩვენი ვალდებულების მოტივით, ვქმნით ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს და უზრუნველყოფს ჩვენ მიერ მიღწეული ძირითადი შედეგებისა და ზოგადი პროცესების მაღალ სტანდარტს. ჩვენ ამ პრესტიჟულ საბჭოში წევრობისათვის ვიწვევთ გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში. ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს წევრები შეიკრიბებიან თითოეული ძირითადი შედეგის მიღწევის შემდეგ, რათა შეაფასონ ეს შედეგები. პროექტის დასასრულს ასევე დაგეგმილია ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს მიერ მიღწეული შედეგების ხარისხის კონტროლის სინთეზური ანგარიშის შექმნა.

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს წევრების როლები და პასუხისმგებლობები

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს წევრებს დაეკისრებათ შემდეგი მნიშვნელოვანი
როლების შესრულება:
– პროექტის ძირითადი შედეგების შეფასება და დამტკიცება (მათი მიღწევის
შემდეგ);
– ყველა შესრულებული სამუშაოს ხარისხის წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან
შესაბამისობის ან ხარისხის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა;
– ექსპერტული რჩევებისა და უკუკავშირის მიწოდება პროექტის სამუშაო
პაკეტების გუნდებისათვის.
კონკურსზე დაშვებისა და შერჩევის კრიტერიუმები
კონკურსზე დაშვების მოთხოვნებია:
– გამოცდილება ხარისხის მართვის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის
პროექტებში;
– კვალიფიკაცია განათლების, ტექნოლოგიების ან სოციალურ მეცნიერებების
მიმართულებით;
– კეთილსინდისიერების, ობიექტურობისა და ჭეშმარიტების ეთიკური
სტანდარტების ცოდნა;
– პროექტის ვადებისა და მისაღწევი შედეგების განრიგის დაცვის უნარი.

კანდიდატები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
– შესაბამისი პროფესიული გამოცდილება;
– ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ან მსგავსი ტიპის პროექტების მართვის ან
ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოცდილება;
– პროექტის თემატურ სფეროებთან დაკავშირებული კვალიფიკაცია;
– მრავალფეროვან გუნდში მუშაობის უნარი.

თითოეული კანდიდატის შემთხვევაში კომისია გამოიყენებს შეფასების დეტალურ
ფორმას მათი სხვადასხვა კომპეტენციის შესაფასებლად.

CV-ების წარდგენის პროცესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ დეტალური Curriculum Vitae (CV) და დამატებითი დოკუმენტები (შესაძლებლობის ფარგლებში), რომლებიც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას. გთხოვთ, ყველა დოკუმენტი PDF ფორმატში გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე: antonova@bk-con.eu და lwiedemann@karlshochschule.org.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 მაისი, 12.00 CET
განაცხადების წარდგენა აუცილებელია არა უგვიანეს მითითებული ვადისა.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

კითხვები

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქალბატონ ანა ანტონოვას მისამართზე antonova@bk-con.eu. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

მსგავსი სიახლეები

2024-07-16 14:59
განათლება

მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი

პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

2024-07-16 14:48
განათლება

ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე: ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივა საქართველოში შუალედურ შედე

პროგრამის მეორე ეტაპი 2019 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 7 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტით ცხრა პროექტი დაფინანსდ

2024-07-08 12:15
განათლება

ბოსნია და ჰერცეგოვინაში მაარიფის ფონდის სკოლამდელი განათლების კოორდინაციის ეგიდით სკოლამდელი აღზრდის

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით

2024-07-05 12:14
განათლება

მარნუელისა და თბილისის მაარიფის სკოლის მასწავლებლები აგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებმა. კონფერენციაზე

2024-07-01 15:47
განათლება

თბილისის მაარიფის სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

უცხო ენებში, ხელოვნებაში, მუსიკასა და სპორტში განმავითარებელი შეფასებები; წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები