2025-05-24

00:42

ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა
15-05-2024 19:42

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, საქართველოს პარლამენტმა „დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდების“ მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო.

განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკომისიის სახელით გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ კანონის მიღება „უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლაზე“. 

„წინსვლასთან დაკავშირებით არჩევანი საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, დარჩეს ევროკავშირისკენ მიმავალი  გზისადმი ერთგული და განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი 9 ნაბიჯში“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული 9 ნაბიჯი ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში ჩამოაყალიბა. „ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემას. ისინი ასევე დეპოლარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობას ეხება“, — აღნიშნა ბორელმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ: „მიუღებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე — ისევე, როგორც მათ ოჯახებზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები“.

გარდა ამისა, 14 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო კანონის მიღება და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სასწრაფო მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება, რათა მათ დაიცვან ქვეყნის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, შეინარჩუნონ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედია და დარჩნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, — აღნიშნა EaP CSF-ის მმართველი კომიტეტის წევრმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ეროვნულმა ფასილიტატორმა, ნათია კუპრაშვილმა.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები