საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება

საქართველოს დედაქალაქ თბილისში მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის წინააღმდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
გასულ თვეში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება.
აქციის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა ქუჩებში საღამოს შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეები, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მსვლელობისას საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშებით იყვნენ, კანონპროექტის წინააღმდეგ ლოზუნგებს გაიძახოდნენ. ისინი, კანონპროექტს „რუსულ კანონად“ აფასებენ.
მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექციების ბოიკოტი გადაწყვიტეს.
ცნობისათვის, კანონპროექტი, რომლის პირველი კენჭისყრა პარლამენტში 17 აპრილს და მეორე კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა, პარლამენტში გუშინ მესამე მოსმენითაც დაამტკიცეს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს წინააღმდეგობას გამოთქვამს.
თუმცა, მმართველ პარტიას, პარლამენტში ყავს საკმარისი უმრავლესობა იმისათვის, რათა დაძლიოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გადაწყვეტილება კანონზე.
კანონპროექტი ადგენს, რომ საქართველოში დაარსებული ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ თავიანთი სახსრების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. კანონპროექტის მიხედვით, ამ ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააკონტროლებს.
ნანახია: 404
მსგავსი სიახლეები

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა
საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

ოფიციალური კიევი, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთისგან ‘კრიტიკულ’ როლს ელიან
ერმაკმა აღნიშნა, რომ ორი მინისტრის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა უკრაინის ხედვა სამართლიანი, ყოვლისმომცველი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო
საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა
clickss