2025-08-26

15:32

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა

საზოგადოება
13-05-2024 11:06

პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გასული ღამის განმავლობაში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა მიახლოებას პარლამენტის შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შედიან. აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ასევე სხვადასხვა საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის მონაწილეები ასევე შეძახილებით მიმართავდნენ სამართალდამცველებსა და დეპუტატებს. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან 12 მაისს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი პარლამენტის წინ, ნაწილი პარლამენტის შენობის უკან, ხოლო ნაწილი გვერდითა ქუჩებზე იმყოფებოდა. გამთენიისას სიტყვით გამომსვლელებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, ყველას პარლამენტის უკან გადაენაცვლა. ამასთან, გამთენიისას განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის მიეცათ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. დილის 06:00 საათისთვის ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართეს, რომ ისინი ბლოკავდნენ პარლამენტის შესასვლელს და მოუწოდეს, გადაენაცვლათ პარლამენტის შენობის წინ, რის შემდეგაც, სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან ნელი სვლით ორი მიმართულებით დაიძრნენ. შედეგად, აქციის მონაწილეებს პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებისკენ უკან დახევა მოუწიათ.

წყარო: www.1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

2025-08-14 14:25
საზოგადოება

Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს

Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს

2025-08-14 11:36
საზოგადოება

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები