2024-10-27

17:37

გერმანიის ეკონიმიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის სვენ გიგოლდის ვიზიტი საქართველოში

პოლიტიკა
07-05-2024 13:04

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 2024 წლის 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი).

დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე.

ამ ვიზიტით ბატონ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭრა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთოებები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, - განაცხადა სვენ გიგოლდმა.

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“).

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში.

მსგავსი სიახლეები

2024-10-26 11:42
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, საღამოს ჩვენ,

მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად.

2024-10-24 10:01
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ შეძლებს, ღირსეულად ატაროს საქართველო რთულ გზაზე, რათა დავიკავოთ

ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად

2024-10-23 12:31
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება

რა არის სინამდვილეში. თუკი ვნახავთ ჩვენ რა საჩივრები არის შესული საარჩევნო კომისიაში აღმოვაჩენთ,

2024-10-23 10:36
სპორტი

VIDEO: ქალთა ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა პლეი-ოფის თამაშებისთვის მზადება დაიწყო!

საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება.

2024-10-23 09:42
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილს ეშინია რუსეთის - დაემორჩილა ყველა მიმართულებით, მათ არაფერი გაუკეთეს

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები