2024-10-15

02:00

სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენეზიის პირისპირ არტერიულ ჰიპერტენზიის ცნობადობის და კონტროლის გაუმჯობესების 3 წლიანი კამპანია საქართველოში - “ბრძოლა მომავლისთვის 50/27“

ჯანდაცვა
25-04-2024 14:14

26 აპრილს, თბილისი კამპანიის „სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“ ფარგლებში მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც 18:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ (მის: თელავის #20) გაიმართება. ამჯერად, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მხარდაჭერით,  სამედიცინო ასოციაციები  და დარგის წამყვანი სპეციალიტები  ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში ერთიანდებიან.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები (პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები,  კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები), ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, მედია და სხვა ოფიციალური პირები.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს კარდიოლოგთა  საზოგადოების პრეზიდენტი, არჩილ ჩუხრუკიძე, რომელიც მოწვეულ სამედიცინო საზოგადოებას და მედიას გააცნობს ახალი ინიციატივის შესახებ, რაც ჰიპერტენზიის წინააღმდეგ  ბრძოლის   გააქტიურებას ითვალისიწინებს.  აღსანიშნავია, რომ წელს, კამპანია “სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენეზიის პირისპირ” კიდევ უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს შეიძენს.

შეხვედრის მიზანია, საქართველოს  სამედიცინო საზოგადოების   გაერთიანება  ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში და  სამოქმედო გეგმის წარდგენა 3-წლიან  პერსპექტივაში. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა  და სხვა ასოციაციების პრეზიდენტები ხელს მოაწერენ მემორანდუმს “ბრძოლა მომავლისთვის 50/27“, რაც   2027 წლისთვის საქართველოში ჰიპერტენზიის კონტროლის 50 პროცენტამდე  გაუმჯობესებას გულისხმობს.

ცნობისათვის, პროექტი თავისი არსით მოიაზრებს არამხოლოდ  მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლებას, არამედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მეტ ინფორმირებულობას დაავადების მართვის შესახებ.  ჰიპერტენზია  წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას, შესაბამისად, სამედიცინო ასოციაციებისა  და  ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რათა   დროულად მოხდეს დაავადების იდენტიფიცირება, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. დღეისათვის, არსებული ოფიციალური მონაცემებით, (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით), საქართველოში, მოსახლეობის მხოლოდ 17%-ში ხდება არტერიული წნევის კონტროლი და   საერთაშორისო სახელმძღვანელოებით დაწესებული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა. შესაბამისად, ჰიპერტენზია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, რაც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მოსახლეობის ინფორმირება კი პირველი ნაბიჯებია დაავადების მართვის გზაზე. 

შეგახსენებთ, რომ  ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება (ISH) და May Measurement Month (MMM)  ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“-სთან  ერთად,   უკვე მეშვიდე  წელია მაისში  აქტიურად  აწარმოებს  ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების გლობალურ  კამპანიას “Check your Blood Pressure – Because I Say So” /„გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“. პროექტის მიზანი მსოფლიოში  მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და ქვეყანაში არტერიული წნევის კონტროლის მაჩვენებლების გაუმჯობესებაა. ამ წლების განმავლობაში საქართველოც ყოველწლიურად  აქტიურად უერთდება  ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და  „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის ინიციატივით, ჯანდაცვის სპეციალისტებთან  ერთად, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, მათ შორის ყველაზე მასშტაბურ ხასიათს ატარებს მოსახლეობის უფასო გამოკვლევები. ამ წლების განმავლობაში, ჯამში 9000-მდე ადამიანის სკრინინგი  განხორციელდა და გაიზარდა მოსახლების ინფორმირების დონე დაავადების, მისი გართულებებისა და პრევენციის შესახებ.  

მსგავსი სიახლეები

2024-10-07 18:19
ჯანდაცვა

ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად

ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ

2024-09-18 11:45
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: როგორ წარმოვაჩინოთ ნაკვთების სილამაზე მინიმალური მაკიაჟით — რჩევები მოზარდებს?

განურჩევლად იმისა, თვალებზე გსურთ აქცენტის გაკეთება, ტუჩის ფორმის უკეთ წარმოჩენა გინდათ თუ

2024-08-16 16:12
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი, რომელსაც ასევე კოსმეტიკურ ტატუირებას უწოდებენ, ძალიან პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა. სახის ნაკვთების

2024-08-07 13:03
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: ნიღბები სახის კანისთვის

სახის ნიღბები კანის მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ისინი გვეხმარება კანის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში

2024-07-31 14:51
ჯანდაცვა

„ჩემი ახალი გზა სკა-სთან ერთად“ - პაციენტებმა და ექიმებმა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე

ღონისძიებაზე პაციენტებმა და პაციენტის ოჯახის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები