2025-02-15

07:37

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

სამხედრო
19-04-2024 15:19

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს.

შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-02-13 11:02
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწი

შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი

2025-02-07 12:01
სამხედრო

VIDEO: თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მ

წელს ,,ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 სამხედრო პარასპორტსმენით წარდგება. დაჭრილ-დაშავებული

2025-02-03 14:31
სამხედრო

თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ატაშეების ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა

მინისტრის მოადგილემ თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე

2025-01-17 13:27
სამხედრო

საქართველოში გრძელდება ნატოს აქტივობა კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების უნარების ინტეგრირების კუთხით

სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები

2025-01-17 11:59
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები