2025-04-29

20:51

კრაკოვის ეროვნული მუზეუმი საქართველოსადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს

კულტურა
18-04-2024 11:09
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა - „ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“ - 18 აპრილს პოლონეთში, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნება. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის უპრეცედენტო მნიშვნელობის გამოფენა უცხოეთში საქართველოს შესახებ და ის პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით ტარდება.
მასშტაბური ექსპოზიცია ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს გააცნობს. დაგეგმილია ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედების წარმოჩენაც. პირველად გამოიფინება პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი თუ ხელნაწერი.
გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; წარმოდგენილი იქნება არჩილ გელოვანის პირადი კოლექცია.
გამოფენაში მონაწილეობს ისეთი დიდი კულტურული ინსტიტუციები, როგორიცაა: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.
გამოფენისთვის მომზადდა ორენოვანი - ინგლისურ-პოლონური კატალოგი.
საქართველოში ექსპოზიციის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავს პოლონელი კურატორიც - ცნობილი ბიზანტიოლოგი, პროფესორი მიროსლავ კრუკი.
გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“ და ნინო ნაყეური.
გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

2025-04-24 17:55
კულტურა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროც

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-04-15 11:40
კულტურა

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ

კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

2025-04-13 12:30
კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები

ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

2025-04-11 12:31
კულტურა

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

2025-04-08 10:37
კულტურა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები