შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. ხაზი გაესვა წარმატებულ მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.
შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის კავშირები. აღინიშნა სექტორულ კომიტეტებსა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთგაცვლების მნიშვნელობას.
ჩენ ჭოუმ აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო და რეგიონულ საქმეებში, ასევე, ვაჭრობის შუა დერეფნის წარმატებულ განხორციელებაში. მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“-ის ინიციატივისადმი საქართველოს ინტერესისთვის და გამოხატა სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.
მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
ნანახია: 1039
მსგავსი სიახლეები

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ
ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი
clickss