საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. შეხვედრა 12 აპრილს, ასტანაში გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის.
პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ყაზახეთში დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ისტორიასა და კულტურას, რაზეც მეტყველებს ყაზახი ტურისტების მზარდი რიცხვი საქართველოში.
ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ყაზახეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი ორმხრივ ურთიერთობებში. შეხვედრაზე მიმოიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორებში.
აღინიშნა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა და პოტენციალი. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ყაზახეთსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რეფორმები.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.
ნანახია: 665
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვ
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა

მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს,
მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მაღალი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის
clickss