2025-08-18

23:20

VIDEO: საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა!

სამართალი
12-04-2024 22:15

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ამის შესახებ მან დღეს "TV პირველის" წამყვანთან, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა,

"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10:00 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მე, ჩემ თავთან ერთად. ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იქნება, მცდელობები მთავარსარდალი და პოლიცია დააპირისპირონ ერთმანეთს. მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლის საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია.

ახლა იქნება მცდელობა, ნაცი, ნაცი მიჩვეული ვარ, ხან ნაცი ვარ ხან "კაგებე", ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ამისთვის მზად ვარ. იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია...

მინდა, პოლიციას ვუთხრა - ეს არანაირი წაქეზება არ არის. ჩემი აზრია, რომ აქ არაა მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულოა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში სადაც შევდივართ, პოლიციის როლია ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია", - ამბობს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თბილისი საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, მოსამართლე, ზვიად შარაძემ  2023 წ. 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1412

მსგავსი სიახლეები

2025-08-15 11:58
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

2025-08-15 11:28
სამართალი

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

2025-08-14 12:56
სამართალი

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

2025-08-14 11:42
სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ო

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

2025-08-08 09:59
სამართალი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები