"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის" წარმატების ისტორია და მსხვილი საერთაშორისო ინვესტიცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" - GIU (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის (CIEG) ქოლგის ქვეშ მოექცა. ის ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც მსხვილი უცხოური საგანმანათლებლო ჰოლდინგის ქვეშ აგრძელებს საქმიანობას.
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში" რებრენდინგი განხორციელდა, შეიცვალა ინსტიტუციის სახელწოდება და დაწესებულება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებითა და მიზნებით.
"რებრენდინგი განაპირობა უნივერსიტეტის კონცეფციის შეცვლამ, ახალმა მიმართულებებმა და იმ ახალმა შესაძლებლობებმა, რომელსაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ საერთაშორისო მასშტაბით. კერძოდ, ყველაზე პერსპექტიული უცხო ენების მაღალ დონეზე სწავლება, სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებზე თანამშრომლობა, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმებში მონაწილეობა, სადაც პროფესორებთან ერთად ასევე ჩართული გვყავს სტუდენტებიც, დასაქმების და სტაჟირების ახალი შესაძლებლობები, ადგილობრივთან ერთად, ახლა უკვე რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ჩვენი ახალი სახელწოდება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჯიუ არის ქართული უნივერსიტეტი, საერთაშორისო ხედვითა და პერსპექტივებით". - ამბობს ელი ელისაშვილი, "საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU"-ს კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი.
ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში ფლობს წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, როგორიცაა: აშშ, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, მალაიზია და ა.შ.
"ჯგუფის ხედვა ქართული უნივერსიტეტის განვითარებაში სამი მიმართულებით იყოფა. პირველ რიგში, მიმდინარეობს მუშაობა უნივერსიტეტის შენობის სრულ რეკონსტრუქციაზე, ასევე მულტიფუნქციური სპორტული დარბაზისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე. GIU-ს კამპუსი იქნება ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ანალოგის არმქონე სასწავლო დაწესებულება საქართველოში.
უნივერსიტეტში დავამატეთ ინგლისურენოვანი პროგრამები ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მზადდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს როგორც ქართველი სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე, ისე უცხოელი სტუდენტების მოზიდვას GIU-ში.
ჩვენს უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დიდი უპირატესობა უკავია ისეთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ენების სწავლებაში, როგორიცაა ჩინური, კორეული და იაპონური ენები. კერძოდ, ჩვენ გვყავს მაღალპროფესიონალი აკადემიური პერსონალი. სწავლებაში ჩართულები არიან ჩინელი, იაპონელი, კორეელი ლექტორები, გვაქვს გაცვლითი პროგრამები და შიდა გრანტები ჩვენივე ჯგუფში შემავალ უმაღლეს სასწავლებლებსა და პარტნიორებთან, დიდი რაოდენობით ვთავაზობთ სტუდენტებს ენის დაუფლებისთვის საჭირო მრავალფეროვან აქტივობებს, პრაქტიკის შესაძლებლობებს, სტაჟირებას და დამსაქმებლებთან კომუნიკაციაშიც ვეხმარებით", - აცხადებს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU"-ს მფლობელი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, ქანგ ჭენგი (Kang Zheng).
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს" 16-წლიანი წარმატების ისტორია აქვს, ამ პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტი მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად წარმართავდა თავის საქმიანობას.
სტუდენტების განათლებასა და პიროვნულ განვითარებას უზრუნველყოფენ უნივერსიტეტის კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის სპეციალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან სამეცნიერო კვლევით საქმიანობებში.
უნივერსიტეტს ჰყავს 5000-მდე კურსდამთავრებული, რომელთა 87% დასაქმებულია სპეციალობის მიხედვით. კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას განაპირობებს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, საგანმანათლებლო პროგრამების, ცალკეული დისციპლინების მუდმივად დახვეწა, განახლება და სწავლების თანამედროვე მეთოდები.
თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იურიდიული კლინიკა, იმიტირებული ტურისტული სააგენტო, ტელე-რადიო ლაბორატორია და ა.შ.
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის" აკადემიური პერსონალისა და მენეჯმენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად სტუდენტების უკუკავშირია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის ჩამოყალიბების, აკადემიური პროცესების მონიტორინგისა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მართვაში.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს არაერთი შემეცნებითი თუ სპორტული კლუბი. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრება განათლების ჯგუფისთვის პრიორიტეტულია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კალათბურთის, ფრენბურთის, ტაიკვანდოს და სხვა კლუბები. კალათბურთის გუნდმა გასულ წელს დიდ წარმატებას მიაღწია და ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
GIU-ს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მისი საერთაშორისო პარტნიორები და ის პროგრამები გამოარჩევს, რომელშიც ინსტიტუცია აქტიურადაა ჩართული.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ უნივერსიტეტთან. ბოლო პერიოდში, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, GIU არაერთი გრანტის მფლობელი თუ საერთაშორისო პროექტის მონაწილეც გახდა.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოიგო და ახორციელებს ERASMUSPlus-ის ინსტიტუციური განვითარების ორ მასშტაბურს პროექტს Re-Direction-სა და STEM4Humanities-ს.
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის" გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, უნივერსიტეტში მოქმედ ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედებს ფინანსური შეღავათები, სასწავლო სტიპენდიები და მოქნილი საუნივერსიტეტო საგრანტო სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება და იყვნენ წარმატებულნი არჩეულ პროფესიებში.
2024 წლის ფინანსური შეთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://giu.edu.ge/giu-grant/
უნივერსიტეტის კოდი: 143
აქედან იწყება სვლა მსოფლიოსკენ!
სტატიის ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი
წყარო: https://www.entrepreneur.com/ka/business-news/saqartvelos/472265?fbclid=IwAR3SGvrYZviZ8FWnTCAsCPxRfHTx-Hf9eYqBHmSVNgAHDGX3w2edKV74KeM_aem_Abz0hZGpQX4GW4FnXyJRuybNftpsREgEZoRKOlQs9gE1P384F7PSizVawT-bbWct2bJKK1sNT9TzCpenKm_7KyH_
ნანახია: 549
მსგავსი სიახლეები
clickss