ზვავში სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება!
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.
არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ნანახია: 1214
მსგავსი სიახლეები

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნ
თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნარკოდამნაშავე დააკავა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
clickss