2025-03-19

20:34

ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში

პოლიტიკა
15-03-2024 16:38

2024 წლის 15 მარტს, ქ.ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრა, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის მონაწილეობით.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამ ქვეყანას შორის არსებული სანიმუშო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი, სტაბილური განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებზე.  დადებითი შეფასება მიეცა სამმხრივი ფორმატის ფარგლებში არსებულ წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას და რეგულარულ შეხვედრებს საპარლამენტო, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა დარგობრივი მიმართულებით.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთგაგების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის პრინციპებს.

ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს მომავალში სრულფასოვნად  ამოქმედების მნიშვნელობა, ისევე როგორც სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა  შუა დერეფნის საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალიზაციის ფონზე. დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება ხსენებული პროექტების რეალიზაციისთვის პროექტში მონაწილე თითოეული ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

მხარეებმა მიულოცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება.

სამმხრივი მინისტერიალის დასასრულს, ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას - ბაქოს დეკლარაციას.

სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო მინისტერიალი რიგითობის პრინციპის გათვალისწინებით, გაიმართება 2025 წელს თურქეთის რესპუბლიკაში.

მსგავსი სიახლეები

2025-03-19 14:14
ეკონომიკა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე

მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

2025-03-19 10:53
სპორტი

ქართველი ტანმოვარჯიშე მილა შავლაძე საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

რგოლით ვარჯიშის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობდა ნინო დათუნაშვილი, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა...

2025-03-18 12:34
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდა

პანელურ დისკუსიაში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ: სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო

2025-03-18 11:24
სპორტი

რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

მედლებისათვის ბრძოლაში დავით გოდერძიშვილმა (-73 კგ) ყაზახი მოწინააღმდეგე დაამარცხა

2025-03-17 16:00
სპორტი

მერაბი და ალექსანდრე მხოლოდ დასაწყისია - დატვირთული 2025 წელი ქართული MMA-სთვის

სიახლეებია ილია თოფურიასკენაც, რომელმაც ოფიციალურად გადაწყვიტა გაათავისუფლოს თავისი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები