2025-03-22

04:41

VIDEO/ბათუმის სპორტის სასახლეში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა „ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენა“!

განათლება
08-03-2024 18:00
ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა „ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენა“. 
აღნიშნულ გამოფენაში სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად მონაწილეობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში მონაწილეებს მიესალმა და ყურადღება გაამახვილა განათლების ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე.
გამოფენაზე დამთვალიერებლები გაეცნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ავტორობით გამოცემულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს. შედგა ბსუ-ს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, სერვისები და სამეცნიერო პროექტები.
გამოფენას ასევე ესწრებოდნენ ბასუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილეები თამარ სირაძე და ანზორ ბერიძე, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და სტუდენტები.
გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.
„ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენაში“ - ,,BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2024“-ში მონაწილეობს 35-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება კერძოდ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
„ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენა“, ბათუმის სპორტის სასახლეში კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით იმართება და 10 მარტს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

2025-03-20 13:43
განათლება

ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს უმასპინძლა

შეხვედრაზე მინისტრმა დიდიე ტღებიუკს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის

2025-03-18 11:37
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლი

აღსანიშნავია, რომ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია

2025-03-14 13:21
განათლება

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგ

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული

2025-03-12 12:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და GCCA-ის შორის თანამშრომლობის მ

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი

2025-03-11 17:36
განათლება

ქართველი და უკრაინელი ავტორები ევროკავშირის 2025 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალურ ტურში გავიდნენ

კონკურსის ფინალურ ტურში გასულ ყველა ავტორს გაეწევა პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები