2025-02-15

07:37

საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

პოლიტიკა
27-02-2024 14:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ  ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია.

ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ქ. ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.

მსგავსი სიახლეები

2025-02-14 16:16
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ

მისი თქმით, ავიაკომპანიასთან ერთად დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

2025-02-14 15:23
პოლიტიკა

ევროპარლამენტი: საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს

ევროპარლამენტარებს ასევე სურთ, რომ საბჭომ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პერსონალური

2025-02-14 11:58
სპორტი

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

2025-02-13 22:56
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ

2025-02-13 16:43
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს ან ევროკავშირი გამონახავს ძალას

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები