VIDEO/თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი. თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-მაიორმა დანიელ ლასიკამ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი დანიელ ლასიკა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ნანახია: 980
მსგავსი სიახლეები

VIDEO: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC „ნატო-საქართველოს სწავლება 202
ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში

თურქულმა მხარემ საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლას განახლებული სასწავლო სიმულატორი გადასცა
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების

თურქულმა მხარემ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანები გადასცა
სტუმრებმა იარაღები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მონაცემებს გაეცნენ. მოგვიანებით, სპეციალური

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ იწყება
სამუშაო შეხვედრაზე სპიკერებმა გენერალური შტაბის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინეს

VIDEO: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რ
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის გახსნის
clickss