2024-09-08

08:10

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

პოლიტიკა
09-02-2024 10:34

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“  ნდობა გამოუცხადა. 

საქართველოს მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა გიორგი ამილახვარმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის - ოთარ შამუგიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილმა, თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანმა, იუსტიციის მინისტრის - რატი ბრეგაძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრის - თეა წულუკიანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ზურაბ აზარაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - ირაკლი ქარსელაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის - ილია დარჩიაშვილმა, ფინანსთა მინისტრის - ლაშა ხუციშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის - თეა ახვლედიანმა.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომელთან ერთადაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან სიტყვით გამოსვლისას  ისაუბრა 2012 წლამდე,  წინა ხელისუფლების დროს  საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, არჩევნების ტოტალური გაყალბება, „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ „ჩარეცხილი“ ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს ყველაფერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

2024-09-07 16:50
სპორტი

საქართველომ პარალიმპიადაზე მეშვიდე მედალი მოიპოვა - პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ვიცე-ჩემპიონია, ინა

გიორგი ქალდანმა ფინალი იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო.

2024-09-06 16:58
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა (U21) ნაკრებმა ბათუმში მოლდოვა დაამარცხა

ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გამართულ მატჩში, პირველი გოლი მატჩის მე-14 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა თავური დარტყმით გაიატანა, რომელმაც

2024-09-06 16:41
პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო

2024-09-06 12:21
სპორტი

საქართველომ პარალიმპიადაზე მეხუთე მედალი მოიპოვა - პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონია

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია, ნახევარფინალში კი ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი დაამარცხა.

2024-09-05 12:32
სპორტი

ცნობილი გახდა 2024 წ. „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის ვინაობა!

30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდნენ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ეს პირველი შემთხვევაა 2003 წლის შემდეგ, როცა სიაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები