2024-10-27

17:32

VIDEO/პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა
17-01-2024 12:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში ვიზიტი დაიწყო. მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან - ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე - ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან.
მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Koç Holding-ი არის უმსხვილესი თურქული კომპანია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. მას აქვს წამყვანი პოზიციები კონკურენტუნარიანი უპირატესობებით ენერგეტიკაში; საავტომობილო, ფინანსურ სექტორებში. კომპანიას საწარმოო ობიექტები აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ექსპორტს ახორციელებს 150 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის - ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.
კომპანიაში დასაქმებულია 105,000 ადამიანი და მისი შემოსავალი 34,97 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში Koç Group-ი რამდენიმე სასტუმროს ფლობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-10-26 11:42
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, საღამოს ჩვენ,

მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად.

2024-10-24 10:01
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ შეძლებს, ღირსეულად ატაროს საქართველო რთულ გზაზე, რათა დავიკავოთ

ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად

2024-10-23 12:31
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება

რა არის სინამდვილეში. თუკი ვნახავთ ჩვენ რა საჩივრები არის შესული საარჩევნო კომისიაში აღმოვაჩენთ,

2024-10-23 10:36
სპორტი

VIDEO: ქალთა ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა პლეი-ოფის თამაშებისთვის მზადება დაიწყო!

საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება.

2024-10-23 09:42
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილს ეშინია რუსეთის - დაემორჩილა ყველა მიმართულებით, მათ არაფერი გაუკეთეს

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები