საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წ. გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე იქნა განხილული. ამის შესახებ „ნიუსდეი საქართველოს“ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე დასტური გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის საჯარო ადმინისტრირების, როგორც მდგრადი განვითარების ეფექტური ხელშემწყობი მექნიზმის, გაძლიერებისთვის და მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას 2026 წლის ფორუმის მოსამზადებლად“, – აღნიშნულია წერილში.
რატი ბრეგაძე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში შეხვდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის სავიზიტო ბარათია; მასზე ხელმისაწვდომობას კი, უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
ნანახია: 949
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პროკურატურის განცხადება!
17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ
ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის

VIDEO: პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკ
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური
clickss