2025-05-20

07:01

ჯიუს მორიგი სერიოზული წარმატება - სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას სრული აკრედიტაცია მიენიჭა

განათლება
22-12-2023 09:23
ჯიუს მორიგი სერიოზული წარმატება - სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას სრული აკრედიტაცია მიენიჭა!
ვულოცავ მთელს უნივერსიტეტს, უმაგრეს გუნდს და ჩვენს სტუდენტებს!
მადლობა ყველას შრომისთვის და შემართებისთვის.
აკრედიტაციის საბჭოს სხდომის დროს დაემთხვა ჩემი სემინარი კომუნიკაციის საფუძვლებში პირველ კურსთან. მიუხედავად ხანგრძლივი და დაძაბული მოლოდინისა, სტუდენტებს ვერ ვუღალატებდი, მე ჩემი სემინარი პირნათლად ჩავამთავრე და ეს წარმატებაც პირველი მათთან ერთად გავიზიარე. ჩვენი ყველა წამოწყების და წარმატების სტიმული და შთაგონება ჩვენს სტუდენტებზე ზრუნვაა!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU უკვე მრავალი წელია, იმ მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც, თავის დროზე, უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისას ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ამ პრინციპების ერთგული რჩება. უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, შექმნას ინოვაციური ცოდნის პლატფორმა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, უზრუნველჰყოს პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის განათლება, სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო ურთიერთობების დიაპაზონის გაფართოება და დივერსიფიცირება.

უნივერსიტეტი ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის მომზადებაზე, რომელიც თავისუფალი და შემოქმედებითი მიდგომებით ადვილად შეძლებს კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირებას.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU არის სამართალმემკვიდრე 2008 წელს დაფუძნებული „თბილისი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტისა, რომელსაც შემდეგ წლებში შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“. 2020 წელს უნივერსიტეტის დამფუძნებელი გახდა მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგი – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები