2024-10-05

18:41

თბილისში Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

განათლება
22-12-2023 06:08

20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაცია Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

Aktual.ge-ს ინფორმაციით,  ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გოგი მეშველიანი, ტარიელ ნაკაიძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, თურქეთის ელჩის მდივანი ალი იჰსან აქბაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის "მრავალფეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი და ჟურნალისტი რამილია ალიევა,
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მურად მურადოვი, "ახალგაზრდული ცენტრის - ალიანსის" დამფუძნებლები ლეილა ამირახოვა და რენა ჰუსეინოვა, AZERTAC-ის ჟურნალისტი საქართველოში ხათაი აზიზოვი, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Aktual Media-ის დამფუძნებელმა ილქინ ჰუსეინოვმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე,  კურსის წევრებს წარმატებები უსურვა, ასევე  საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა.  

 „დღეს ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებიის დაჯილდოების ცერემონია იმართება.  ჩვენი მიზანია წამოვზარდოთ ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც საკუთარი თემის ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ.
 ვფიქრობ, ამას გარკვეულწილად, მივაღწიეთ, თუმცა ამ მხრივ მაინც ბევრი გვაქვს სამუშაო.
2024 წელს ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მუშაობას. ჩვენი მიზანია ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას  პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად. ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ".

მედიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Aktual Media-ს უკვე 3 წელი შეუსრულდა.
 
"ჩვენ სამი წელია, რაც ვემსახურებით ჩვენს საზოგადოებას, ანუ ჩვენს მედიას 3 წელი შეუსრულდა. წარმატებები ჩვენს გუნდსა და კურსის მონაწილეებს.  მადლობა მინდა გადავუხადო  ასევე აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა თურქულ ტექნოლოგიურ კომპანია "ბაიკარს" კურსის მონაწილეების დაჯილდოებისთვის", - განაცხადა ილქინ ჰუსეინოვმა.

 მოგვიანებით სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა გოგი მეშველიანმა Aktual School-ის კურსდამთავრებულებს მიულოცა დღევანდელი დღე და წარმატებები უსურვა.

 „მადლობას ვუხდი Aktual School-ს ჩვენს რეგიონში ასეთი მედიასკოლის ფუნქციონირებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. მჯერა, რომ ისინი იქნებიან მომავალი ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოლებენ. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

სიტყვით გამოვიდა ასევე დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე. 
 „ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ წარმატების პირველ ნაბიჯებს და გისურვებთ უდიდეს წარმატებას ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე.

 ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენელმა ალი იჰსან აქბაშმაც და მადლობა გადაუხადეს Aktual-ს ასეთი პროექტის განვითარებისთვის.

 ამ და სხვა საკითხებთან ერთად დიპლომატებმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაც მიულოცეს.

სიტყვით გამოვიდა კურსის ტრენერი  რამილია ალიევაც. მისი თქმით, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკა მიიღეს და დაეუფლნენ იმ უნარებს, რაც საჭიროა კარგი ჟურნალისტობისთვის.

ასევე "აქტუალ მედიის" მთავარმა პროდიუსერმა  და Aktual School-ის კოორდინატორმა ნათელა ალაზოვამ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც მან ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას ამ კურსის საქმიანობის შესახებ. 

საინფორმაციო პორტალის Aktual.ge-ის რედაქტორი სალო სალაჰლიც გამოვიდა სიტყვით და აუდიტორიას  პლატფორმის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან აღნიშნა, რომ ახალი პროექტები 2024 წლიდან ისევ დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ  თურქულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ  "ბაიქარმა" ახალგაზრდები "ტექნოფესტის" ქურთუკებით დააჯილდოვა.

მათ შორის, Aktual Media მადლობას უხდის,  კომპანია „ოტაჩის“,  კლინიკა „ადიკს" და   Melody Sweets House-ს და Buta Sweets House-ს ღონისძიების მხარდაჭერისთვის.

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები