საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ქ. სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში არსებული წარმატებული ურთიერთობები, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს. ამ მხრივ, მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნეს ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველომ აჩვენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით აგრძელებს ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების ისტორიულ პროცესს.
ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. მან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. აღინიშნა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ საკითხზე ავსტრიის მხრიდან გამოხატული მტკიცე პოზიცია როგორც ეუთოს, ისე ყველა საერთაშორისო ფორმატში.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად, რაც, მათ შორის, ბოლო წლებში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლით დაგვირგვინდა.
ნანახია: 679
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო
clickss