2025-11-01

00:52

მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

პოლიტიკა
13-09-2023 16:34

14-15 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში.

დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ქვემო ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.

ქ. თბილისში 14 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს- უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +17, +19 გრადუსი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1380

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები