2025-04-29

21:52

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

განათლება
12-09-2023 18:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია.

აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ აღნიშნა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.„ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.თ., 1995 წელს დაბადებული ლ.ს., 2000 წელს დაბადებული ნ.გ., 1991 წელს დაბადებული ე.მ., 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1978 წელს დაბადებული პ.ს., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1990 წელს დაბადებული დ.ტ., 2001 წელს დაბადებული ე.ა., 1984 წელს დაბადებული მ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ა., 1985 წელს დაბადებული ბ.ხ. და 2001 წელს დაბადებული ს.ნ.

წარსულში ნასამართლევი -1984 წელს დაბადებული მ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ბ., 1985 წელს დაბადებული გ.ხ., 1995 წელს დაბადებული ო.მ., 1987 წელს დაბადებული გ.კ., 1986 წელს დაბადებული რ.ნ., 1972 წელს დაბადებული ზ.თ., 1979 წელს დაბადებული გ.ბ., 1974 წელს დაბადებული ა.ბ., 1984 წელს დაბადებული ა.კ., 1996 წელს დაბადებული ს.ა., 2002 წელს დაბადებული ლ.ვ., 1987 წელს დაბადებული რ.ა., 1999 წელს დაბადებული ტ.ტ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები.

დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - განაცხადა კუპატაძემ.

 

უკან დაბრუნება

ნანახია: 1311

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე

2025-04-17 13:42
განათლება

ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა

ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები