ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ იწყება

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელიც სკოლებში სამხედრო მოსამსახურეების მოსწავლეებთან შეხვედრასა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, მარტის ბოლოდან კვლავ განახლდება. დღეს პროექტში ჩართული სამხედრო სპიკერები გენერალურ შტაბში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და თავდაცის ძალების მთავარ სერჟანტს, მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სპიკერებმა გენერალური შტაბის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინეს და საბოლოო საკითხებზე იმსჯელეს.
პროექტის დახვეწისა და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვის მიზნით, შეიცვალა „ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია, გადამზადდნენ სამხედრო სპიკერები და მომზადდა ახალი ვიდეორგოლები.
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს. „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ნანახია: 860
მსგავსი სიახლეები

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!
ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!
ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს
კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა
საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის
საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების
clickss