VIDEO: უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ იწყება!

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ ჩატარდება. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას. სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია დაგეგმილია 9 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 10 ივლისს - თეთრიწყაროში. წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს - თეთრიწყაროში.
„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე, ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
ნანახია: 669
მსგავსი სიახლეები

VIDEO: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC „ნატო-საქართველოს სწავლება 202
ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში

თურქულმა მხარემ საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლას განახლებული სასწავლო სიმულატორი გადასცა
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების

თურქულმა მხარემ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანები გადასცა
სტუმრებმა იარაღები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მონაცემებს გაეცნენ. მოგვიანებით, სპეციალური

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ იწყება
სამუშაო შეხვედრაზე სპიკერებმა გენერალური შტაბის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინეს

VIDEO: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რ
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის გახსნის
clickss