საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრას, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნეს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ნანახია: 658
მსგავსი სიახლეები

თურქულმა მხარემ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანები გადასცა
სტუმრებმა იარაღები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მონაცემებს გაეცნენ. მოგვიანებით, სპეციალური

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ იწყება
სამუშაო შეხვედრაზე სპიკერებმა გენერალური შტაბის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინეს

VIDEO: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რ
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის გახსნის

საქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილ
ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენლობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული

თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახ
დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური
clickss