ირაკლი ჩიქოვანი ჩინეთის რესპუბლიკის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
სამხედრო
04-03-2024 19:04
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებსა და უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ჩინეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ნანახია: 670
მსგავსი სიახლეები
clickss