მაარიფის თბილისის კამპუსის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გასვლითი ტურის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში თბილისის კამპუსის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გასვლითი ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იხილეს სპექტაკლი" ურჩხული და მზეთუნახავი". დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აღფრთოვანებული და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ სკოლაში.
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ასეთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები მომავალში რეგულარულ სახეს მიიღებს.
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიანობას, მოსწავლეებს უტარდებათ ქართულის, თურქულის, ინგლისურის, რუსულისა და გერმანული ენების გაკვეთილები. ამავდროულად, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, ტარდება კლუბური აქტივობები მეცნიერების, ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის სფეროებში, რომლებიც მოსწავლეებს პროფესიის დაუფლებისა და ლიდერული უნარების გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.
მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.
ნანახია: 167
მსგავსი სიახლეები

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგ
აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და GCCA-ის შორის თანამშრომლობის მ
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი

ქართველი და უკრაინელი ავტორები ევროკავშირის 2025 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალურ ტურში გავიდნენ
კონკურსის ფინალურ ტურში გასულ ყველა ავტორს გაეწევა პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით

მაარიფის თბილისის კამპუსის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გასვლითი ტურის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის

ევროკავშირი წარადგენს „წიგნების თარო ევროპის შესახებ“ საგანმანათლებლო ინიციატივას საქართველოს რეგიონ
წიგნების თარო ევროპის შესახებ“ არის უნიკალური მიდგომა განათლებისადმი, რომელიც წაახალისებს
clickss