საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის სამართლის დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორად და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და „ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი. ალექსანდრე წულაძე მუშაობდა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედაც.
ალექსანდრე წულაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.
ნანახია: 306
მსგავსი სიახლეები
clickss