2024-10-09

08:36

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში 2024/25 სასწავლო წლისთვის მზადება დაიწყო

განათლება
02-09-2024 10:26
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში 2024-2025 სასწავლო წლისთვის დაიწყო მზადება. სკოლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თურქეთის მაარიფის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ფარუქ თექშენმა.
მისი თქმით, პედაგოგებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები უტარებენ ტრენინგებს საგნობრივი კურიკულუმების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
როგორც ფ. თექშენმა აღნიშნა, სკოლებში სასწავლო პროცესების მიმდინარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მან ასევე ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომთა დანერგვასაც ისინი აპირებენ ახალი სასწავლო წლიდან. "ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეების ცოდნის მიღებისკენ და ამ პროცესში მასწავლებლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. მათი მოვალეობაა ხელი შეუწყონ მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებაში და წარმართონ სასწავლო პროცესი ისე, რომ ეს პროცესი სასიამოვნო და საყურადღებო იყოს მოსწავლეებისათვის", - დასძინა ფ. თექშენმა.

შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.

2023-2024 წლიდან საქართველოში მაარიფის ფონდმა რიგით 447-ე სკოლის კამპუსი გახსნა ლისის ტბის მიმდებარედ ახლადაშენებულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასწავლო დაწესებულება მდებარეობს კომფორტულ გარემოში და ქმნის ადგილს, სადაც ახალი შესაძლებლობებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მაარიფის ფონდი ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის დაკავშირებას "საერთო სიკეთის" მიღწევის გზად ხედავს. ფონდი 2016 წელს დაარსდა. იგი არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი უპირველესი მთავარ მიზანია საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა და ეფექტური საქმიანობის განხორციელება განათლების ყველა ეტაპზე - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან უმაღლეს საფეხურამდე.

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები