2025-03-20

16:16

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა განიხილეს საქმიანი ურთიერთობები

განათლება
30-07-2024 13:33
მიმდინარე წლის 29 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი, ბატონი ზექერია გულთექინი.
შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან, სადაც განიხილეს გორის უნივერსიტეტსა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, საქმიანი ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების გეგმები და პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს, რომელიც მოღვაწეობას 2009 წელს შეუდგა, საზღვარგარეთ 58 კულტურის ცენტრი აქვს. კულტურის ცენტრებში თურქული ენის სწავლებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მხარდაჭერას უწევს თურქოლოგიის სპეციალობასა და თურქული ენის სწავლებას. ჩვენი კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, კულტურის ცენტრების საშუალებით, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი აწყობს უამრავ ღონისძიებებს; ასევე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტ ჩვენს ქვეყანას წარადგენს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე.

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ხედვა და მისიაა:

მსოფლიოს ყველა კუთხეში თურქეთთან კავშირის დამყარება და თურქეთის მეგობარი ხალხის რაოდენობის გაზრდა!

 

საერთაშორისო დონეზე თურქეთის ცნობადობის, თურქეთისადმი ნდობისა და რეპუტაციის გაზრდა!

მსგავსი სიახლეები

2025-03-20 13:43
განათლება

ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს უმასპინძლა

შეხვედრაზე მინისტრმა დიდიე ტღებიუკს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის

2025-03-18 11:37
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლი

აღსანიშნავია, რომ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია

2025-03-14 13:21
განათლება

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგ

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული

2025-03-12 12:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და GCCA-ის შორის თანამშრომლობის მ

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი

2025-03-11 17:36
განათლება

ქართველი და უკრაინელი ავტორები ევროკავშირის 2025 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალურ ტურში გავიდნენ

კონკურსის ფინალურ ტურში გასულ ყველა ავტორს გაეწევა პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები