2024-11-14

05:11

თბილისში თურქმენეთის პრეზიდენტის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

განათლება
20-04-2024 16:42

2024 წლის 19 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის წიგნების „ახალგაზრდობა სამშობლოს საყრდენი“ და „ანაუ-კულტურა ათასწლეულების სიღრმიდან“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას თურქმენეთის დელეგაცია თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ალაბერდი აშიროვის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის წიგნი „ანაუ-კულტურა ათასწლეულების სიღრმიდან“ ეძღვნება უძველესი ქალაქ ანაუს 2024 წელს თურქული სამყაროს კულტურულ დედაქალაქად გამოცხადებას.

თურქმენეთის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება მოწმობს თურქმენეთის მაღალ საერთაშორისო ავტორიტეტზე და აღიარებს თურქმენელი ხალხის მნიშვნელოვან წვლილს კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის მოღვაწეობის უზარმაზარ მნიშვნელობას თურქმენული ხალხის დიდებული ისტორიისა და მდიდარი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და ფართო პოპულარიზაციაში.

 თურქმენეთის დელეგაციამ აღნიშნა რომ სულ მალე დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს თურქმენეთის პრეზიდენტის კიდევ ერთ წიგნს „ახალგაზრდობა როგორც სამშობლოს საყრდენი“. ეს წიგნი მოგვითხრობს თურქმენელი ახალგაზრდების საქმიანობასა და მიღწევებზე სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ასევე, მათ წინაშე არსებული ამოცანებზე სამშობლოს შემდგომი განვითარებისთვის. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა თურქმენეთის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც განსაზღვრულია თურქმენეთის ეროვნული ლიდერის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მიერ და განაგრძობს პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ წელს თურქმენეთი, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, აღნიშნავს დიდი თურქმენი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, როგორც ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური, განუყოფელია ცხოვრებაში როგორც მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილი.

დამსწრე საზოგადოება გაეცნო ამ მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს თურქმენეთში და მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების დასასრულს, თურქმენეთის პრეზიდენტის წიგნები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა საჩუქრად.

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები