საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა მასტერკლასი ,,როგორ დავგეგმოთ მოთხოვნადი ტური“
განათლება
03-04-2024 18:59
2024 წლის 2 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა მასტერკლასი ,,როგორ დავგეგმოთ მოთხოვნადი ტური“.
მასტერკლასს უძღვებოდა ეკატერინე გელოვანი - ტურისტული კომპანია ,,მოგზაურობა როგორც ხელოვნება (Travel As Art)” დამფუძნებელი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
როგორ შევარჩიოთ მოთხოვნადი, საინტერესო და ეგზოტიკური ქვეყნები;
როგორ დავგეგმოთ ტური და რა უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ.
სასერტიფიკატო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, დამსწრეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და აბიტურიენტებსა და სტუდენტებს შეუქმნა რეალური წარმოდგენა არჩეული ან სამომავლო პროფესიის შესახებ.
შეგახსენებთ GIU-ში ტურიზმის ქართულენოვანი (კოდი: 1430106) და ინგლისურენოვანი (კოდი: 1430107) საბაკალავრო პროგრამები ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (უნივერსიტეტის კოდი: 143) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას I პრიორიტეტად, ისარგებლებენ შიდა გრანტით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU არის სამართალმემკვიდრე 2008 წელს დაფუძნებული „თბილისი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტისა, რომელსაც შემდეგ წლებში შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“.
2020 წელს უნივერსიტეტის მფლობელი გახდა მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგი – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი.
ნანახია: 490
მსგავსი სიახლეები
clickss