2025-04-30

06:34

ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა საქართველოში ახალი წევრების გასაცნობად ღონისძიება გამართეს

განათლება
06-03-2024 12:23

1 მარტს თბილისში 130-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (YEAs) ერთმანეთის გასაცნობად შეიკრიბა შეხვედრაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება ხოლმე. ღონისძიებას ასევე დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. 

ამ შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას, კავშირების დამყარებას ახალ და გამოცდილ ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს შორის და მათ ჩართვას რბილი უნარების განმავითარებელ აქტივობებში წლიურ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის თანადროულად. 

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა დასახეს კონკრეტული გეგმები მომდევნო წლისთვის იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU NEIGHBOURS East რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერაა განსაზღვრული. 

2023 წლის დეკემბერში EU NEIGHBOURS east პროგრამამ 657 ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი მიიღო, რომელთაგან 98 ახალგაზრდა საქართველოდან არის. შედეგად, დღეისთვის ქსელი 1,162 აქტიურ წევრს აერთიანებს. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა საკითხზე, წაახალისოს სამოქალაქო აქტივიზმი და ერთიანი ძალებით იზრუნოს უკეთესი მომავლისთვის. 

გაიცანით ახალგაზრდა ევროპელი ელჩები! 

უკან დაბრუნება

ნანახია: 1043

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე

2025-04-17 13:42
განათლება

ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა

ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები