2024-07-27

10:20

2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები ცნობილია!

განათლება
01-03-2024 12:11
რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.  
ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა. ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა შეძლონ წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა. იმ პირებისთვის, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და  სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge  
საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში. 
აბიტურიენტების საყურადღებოდ:
რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია.
ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი  მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება.
2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ  ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები,  კომპეტენციის  ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

მსგავსი სიახლეები

2024-07-25 12:22
განათლება

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს დაუვიწყარ გამოცდილებას თურქული ენის სა

გასულ დღეებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სტუდენტებს, თურქეთში საზაფხულო სკოლის

2024-07-23 11:24
განათლება

თურქული ენის კათედრა პროფესიული განვითარების სემინარებზე!

სემინარის მიმდინარეობისას 52-ი ქვეყნიდან ჩამოსულმა თურქული ენის მასწავლებლებელმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა

2024-07-16 14:59
განათლება

მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი

პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

2024-07-16 14:48
განათლება

ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე: ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივა საქართველოში შუალედურ შედე

პროგრამის მეორე ეტაპი 2019 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 7 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტით ცხრა პროექტი დაფინანსდ

2024-07-08 12:15
განათლება

ბოსნია და ჰერცეგოვინაში მაარიფის ფონდის სკოლამდელი განათლების კოორდინაციის ეგიდით სკოლამდელი აღზრდის

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები