2025-03-20

15:38

ლიბერთის მხარდაჭერით "ევროპის უნივერსიტეტმა" მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა

განათლება
31-03-2023 07:49



ლიბერთის მხარდაჭერით "ევროპის უნივერსიტეტმა" მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა!

ლიბერთის  თანადგომით, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციამ, ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩაატარა.

“ლიბერთი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და იმ პროექტების ხელშეწყობას, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, ქონდეთ მომავალი პროფესიის არჩევის მოტივაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.  პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციასთან ერთად, მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო  პროექტების განხორციელებას და ნიჭიერი მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისებას“- ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის მოადგილე, დეველოპმენტის უფროსი.

ოლიმპიადა 12 მარტს გაიხსნა და ერთდროულად 4 საშეჯიბრო მოედანზე გაიმართა. მათგან ორი საქართველოში - თბილისში, "ევროპის უნივერსიტეტსა“ და  ქუთაისის უნივერსიტეტში ხოლო  ორი უკრაინაში, უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ქალაქ ხუსტში, მრავალპროფილიან ლიცეუმში ჩატარდა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 72-მა მოსწავლემ მიიღო, მათ შორის 37-მა საქართველოდან, 35-მა კი უკრაინადან. ოლიმპიადა  ალგორითმული ტურის სახით ჩატარდა და 28 მარტს ოლიმპიადის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა 15 წლის არჩილ ბერაიამ. ყველა საპრიზო ადგილი  ასევე ქართველმა მოსწავლეებმა  დაიკავეს.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

მსგავსი სიახლეები

2025-03-20 13:43
განათლება

ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს უმასპინძლა

შეხვედრაზე მინისტრმა დიდიე ტღებიუკს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის

2025-03-18 11:37
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლი

აღსანიშნავია, რომ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია

2025-03-14 13:21
განათლება

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგ

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული

2025-03-12 12:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და GCCA-ის შორის თანამშრომლობის მ

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი

2025-03-11 17:36
განათლება

ქართველი და უკრაინელი ავტორები ევროკავშირის 2025 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალურ ტურში გავიდნენ

კონკურსის ფინალურ ტურში გასულ ყველა ავტორს გაეწევა პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები