საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა.
ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა, რათა გამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი მექანიზმი.
„ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, სამწუხაროდ, ნდობა არ არის. ამ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლომ თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით დააყენა დიდი დარტყმის ქვეშ. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რათა ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა იქნეს გამოყენებული.
პირველი – ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა, არამედ აეკრძალათ კიდეც; მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ესაა
არჩევნების დროს ხმის ფარულობის დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებით არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ არჩევნების ფარულობა დაირღვა, რაც ასევე კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა. ჩვენ ასევე ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომლებიც პარლამენტის წევრებს აიძულებთ, უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რაც ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან იმ პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“, – აღნიშნა ბესელიამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო და უნდა, მოსამართლეების სინდისი გამოსცადოს.
ნანახია: 766
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაი
შეხვედრისას ანრი ოხანაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

მაშველებმა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავ
სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად
clickss