2024-09-20

17:23

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე

სამართალი
24-07-2024 15:15

გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-09-20 15:31
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" შეხვედრა სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას ხელმძღვ

ართვინ ჯორჯიასთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და მისი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებისათვის მენეჯმენტის

2024-09-20 15:17
სამართალი

VIDEO: პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბ

ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი

2024-09-19 13:09
ბიზნეს ნიუსი

ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირდაპირ ფრენებს

2024-09-19 10:31
სამართალი

VIDEO: შინაგან საქმეთა სამინისტრო - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია!

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს

2024-09-18 21:47
სამართალი

თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს გარდაცვლილი. შსს-ში გამოძიება განზრახ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები