VIDEO: გიორგი მსხილაძე: გაუგონარი რამ ხდება - ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისათვის

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე:
დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად, უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პირველი - ამის უფლება არ გაქვთ;
მეორე - ეს არის ხელისუფლების განაწილების პრინციპის დარღვევა;
მესამე - ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობისა, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა და მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისათვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილებები.
მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იყო, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დღეს, 22 ივლისს მიმართა. სასამართლომ სარჩელი დღეს, 22 ივლისსვე დააკმაყოფილა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადდანიშნული წევრი უფლებამოსილებას ხვალ, 23 ივლისს უნდა შესდგომოდა.
ნანახია: 449
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა
ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი
თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თ
მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის

VIDEO: საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრი, კომპანია „ბეკო“, 20 წელზე
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბეკოს“ მოგზაურობა დაიწყო 1955 წელს, როდესაც დიდმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ პირველად

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალქ ტოკიოში გაიმართა
ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე
clickss