2025-01-15

02:10

თბილისის საქალაქო სასამართლო: სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება

სამართალი
22-07-2024 17:39

2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მ. კ-ს სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ. წ.-ის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.

ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის  ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით)  დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, მ. კ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-05 16:47
სამართალი

VIDEO: მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები