ირაკლი კობახიძე - ხაშურის იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით

იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში - მე-9 ფილიალი.
„ტრადიციულად, იუსტიციის სახლი ხაშურშიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი არქიტექტურით, დიზაინით. ეს შენობა მომსახურების მიწოდების დროს შესთავაზებს სასიამოვნო გარემოს ხაშურელებს და, რაც მთავარია, იუსტიციის სახლში მათ მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება უმაღლეს დონეზე, რითაც გამოირჩევა, ზოგადად, იუსტიციის სახლები.
ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში - მე-9 ფილიალი. იგეგმება ასევე დამატებით 10 იუსტიციის სახლის გახსნა თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ასევე თბილისში, გლდანში არის დაგეგმილი იუსტიციის სახლის გახსნა და სოფლებში - ჭალა, ზოტი, ტოლები, შროშა და ცაისი. გრძელდება ეს სამუშაოები იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა იყოს დაფარული შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურებით.
500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება მიეწოდებათ მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, აქედან არის 30-ზე მეტი კერძო მომსახურება. იუსტიციის სახლი არის ერთადერთი სივრცე, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია საჯარო და კერძო სერვისები", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თანამშრომლებს, ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობასა და იუსტიციის სახლების პროექტების განხორციელებაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ღონისძიებას პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 577
მსგავსი სიახლეები

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია

პროკურატურა ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს,
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩე
სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ
ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი
2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
clickss