2025-05-24

01:48

VIDEO: შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

სამართალი
12-07-2024 10:52
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - გიგა ნიკოლეიშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი - ლევან ღირსიაშვილი და სხვა მონაწილე უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტების დროს ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირებასა და შემდგომ გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში, სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე, საველე ვარჯიში გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.
სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა, ასევე, მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.
უწყებათაშორისი სწავლება გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 17:31
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაი

შეხვედრისას ანრი ოხანაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 11:02
სამართალი

მაშველებმა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავ

სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები